ფეხბურთი

13:56 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ტენ ჰაგზე: "იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში ტიტულებს მოგვაგებინებს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ერიკ ტენ ჰაგის შესახებ ისაუბრა და იმედოვნა, რომ მომდევნო სეზონში ტიტულებს მოიგებენ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ამ განცხადებით პრაქტიკულად დაადასტურა, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენას აპირებს.

„ბედნიერები ვართ, არა მხოლოდ, როგორც ფეხბურთელები, არამედ, როგორც გულშემატკივრებიც. ტენ ჰაგს საუკეთესოს ვუსურვებ და გვჯერა, რომ მომდევნო სეზონში ტიტულებს მოვიგებთ. მის შესახებ რაც ვიცი, ის არის, რომ „აიაქსში“ ფანტასტიკურად იმუშავა, გამოცდილი მწვრთნელია. თუმცა, დროც უნდა მივცეთ, ყველაფერი ისე უნდა შეიცვალოს, როგორც მას სურს. იმედი მაქვს, კარგად ვითამაშებთ“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერიდან“ წასვლაზე ხმები დიდი ხანია ვრცელდება და მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, რაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა. წერდნენ იმასაც, რომ ერიკ ტენ ჰაგს გუნდის გაახალგაზრდავება სურს და რონალდუზე დაყრდნობას არ აპირებს. თუმცა, კრიშტიანუს ბოლო განცხადებიდან ჩანს, რომ ის კონტრაქტის ბოლომდე, რომელიც ძალაში 2023 წლის ზაფხულამდეა, კლუბიდან წასვლას არ გეგმავს.

0.146627