სხვა

12:35 | 14.05.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ტოჩინოშინის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ნაცუ ბაშოზე

ლევან გორგაძე შესანიშნავ ფორმაში შევიდა და ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინი მე-7 საშეჯიბრო დღეს მე-7 მაეგაშირა კოტოეკოს შეხვდა და ქართველმა სუმოისტმა მეტოქე უვატენაგეს ილეთით დაამარცხა. ამრიგად, მიმდინარე ბაშო ტოჩინოშინმა ზედიზედ 3 მარცხით დაიწყო, მაგრამ მიჯრით მეოთხედ იმარჯვა და პირველად მოახერხა დადებითი ბალანსის დაფიქსირება.

ლევანის აქტივში 4 გამარჯვების საპირისპიროდ 3 მარცხია და რეიტინგში დასაწინაურებლად ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულება სჭირდება. ტოჩინოშინი 15 მაისს, მე-6 ამეგაშირა ურას დაუპირისპირდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

06:42 | 13.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ბენზემას გვერდზე ან რონალდოს

06:41 | 13.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

შეთავაზება არ ქონია თორემ საუდის არაბეთი დახატავდა ამას

0.060441