„გოლდენ სტეიტი“ ნახევარფინალშია. „უორიორზმა“ „მემფის გრიზლის“ სერიის მეექვსე შეხვედრა მოუგო და 4:2 იმარჯვა.
ოკლენდელებმა“ შინ მეტოქეს 110:96 აჯობეს და კონფერენციის ფინალის საგზური მოიპოვეს. საუკეთესო კლეი ტომპსონი იყო, რომელმაც 30 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შესაშნიშნავი იყო სტეფ კარიც - 29 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი.
„მემფისს“ დილონ ბრუკსმა 30 ქულით და 4 მოხსნით ულიდერა, მაგრამ მისი გარჯა მემფისელებს სერიაში ბრძოლის გასაგრძელებლად არ ეყოთ.
ამრიგად, „გოლდენ სტეიტი“ ნახევარფინალშია, სადაც „ფინიქსისა“ და „დალასის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, სადაც სერიაში ანგარიში თანაბარია - 3:3.