სხვა

3:40 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მძლეოსანთა ბრილიანტის ლიგამ სტარტი დოჰაში აიღო

ყატარის დედაქალაქ დოჰაში სტარტი აიღო მძლეოსანთა ბრილიანტის ლიგის სეზონმა, რომელშიც სპორტის ამ სახეობის არაერთმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა. გამრჯვება მოიპოვა 200 მეტრზე სპრინტში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელმა, ამერიკელმა ნოა ლაილსმა, ვინც თანამემამულე ფრედ კერლი დაამარცხა.

2.1 მეტრი წამში ზურგქარის პირობებში, ლაილსმა (ფოტოზე) ფინიშს 19.72 წამში უწია. ასეთი ზურგქარი იმ ლიმიტზე მეტია, რომელიც მსოფლიო რეკორდების დასაფიქსირებლად არის დაშვებული. კერლი, ვინც ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანია, გამარჯვებულს 0.03 წამით ჩამორჩა. მისი დრო (19.75 წამი) 0.01 წამით უკეთესია მისი კარიერის საუკეთესო დროზე. მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა ოლიმპიური ჩემპიონი. კანადელი ანდრე დე გრასე.

დოჰაში არ უასპარეზია 18 წლის ამერიკელ ერიონ ნაითონს, ვინც ახლახანს, ყველა დროის მეოთხე საუკეთესო დრო (19.49 წამი) დააფიქსირა. ნაითონი აშშ-ის ჩემპიონატზე, ივნისში იასპარეზებს, სადაც სამი საუკეთესო სპრინტერი, ქვეყნის სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა.

ქალთა შორის 400 მეტრზე სპრინტში, ოლიმპიური ვერცხლის მფლობელმა, დომინიკელმა მერილეიდი პაულინომ გაიმარჯვა, ვინც უკან მოიტოვა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბაჰამელი შაუნე მილერ-უიბო. ამან 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, პირველი მარცხი იწვნია.

400 მეტრზე მამაკაცთა თარჯრბენში ბრაზილიელმა ალისონ დუშ სანტუშმა, ამერიკელი რეი ბენჯამინი ჩამოიტოვა. ეს ორი, ამ დისტანციაზე, ყველა დროის მეორე და მესამე უსწრაფესი მორბენალია.

ბურუნდელმა ფრანსინ ნიონსაბამ 3 000 მეტრზე (არა ოლიმპიური დისტანცა) გარბენი მოიგო. მან უკან ჩამოიტოვა 1 500 მეტრზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, კენიელი ფაით კიპიეგონი. ნიონსაბამ რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი 800 მეტრზე მოიპოვა, მაგრამ ტესტოსტერონის ლიმიტის გადაცილების გამო, ამ დისტანციაზე ასპარეზობის უფლება აღარ აქვს.

ძლიერი ქარის გამო, ასპარეზობა ვერ შეძლეს ჭოკით მხტომელებმა და მათმა ვარსკვლავმა, შვედმა მონდო დუპლანტისმა. ქარის გამო შეწყდა შუბის მტყორცნელთა ასპარეზობა. რამდენიმე ათლეტმა შუბი 90 მეტრზე შორს გაისროლა, რაც ორგანიზატრებმა ხიფათის შემცველად მიიჩნიეს და შეჯიბრი შეწყვიტეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110555