„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უეფა ერთა ლიგის შექმნისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. გერმანელ სპეციალისტს ამ საკითხზე ადრეც უსაუბრია, ამჯერად კი კიდევ ერთხელ თქვა, რომ ერთა ლიგა ფეხბურთში ყველაზე სასაცილო ტურნირია.
„ერთა ლიგა ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო იდეაა ფეხბურთის სამყაროში. ფეხბურთელები სეზონში 70 მატჩის შემდეგ იძულებული არიან ერთა ლიგის მატჩები ითამაშონ. ოთხი, ხუთი თუ ექვსი მატჩი ეროვნულ ნაკრებში. მირჩევნია უეფამ მეტი ფული აიღოს ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან და თავი დააღწიოს ამ ტურნირს“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონი ივნისში დაიწყება და საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს, რომელსაც 10-დღიან ინტერვალში ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევს.