კალათბურთი

13:45 | 13.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მაიამი ჰიტი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა და მეტოქის მოლოდინშია (+VIDEO)

„მაიამი ჰიტი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ისტორიაში მეექვსედ გავიდა. ჯიმი ბატლერმა და კამპანიამ „ფილადელფია“ 6-მატჩიან დუელში 4:2 დაამარცხა და ახლა ტიტულს უფრო მიუახლოვდა, თუმცა, იქამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.

სპოელსტრას გუნდმა უპირატესობა მე-3 პერიოდში მოახერხა, როდესაც წინ 16 წულით გავიდა, თუმცა დასკვნითი პერიოდის დაწყებას 11 ქულიანი ფორით შეხვდა. „ჰიტის“ კალათბურთელებმა ეს უპირატესობა ბოლო 12-წუთეულში 20-ქულამდეც აიყვანეს, მაგრამ საბოლოოდ მატჩი 99:90 მოიგო.

ამრიგად, „ფილადელფიამ“, რომელიც ზედიზედ მეხუთედ გავიდა პლეი-ოფში, ასპარეზობას მეორე წრიდან მეოთხედ გამოეთიშა. ემბიდი და ჰარდენი კი ტიტულის გარეშე დარჩნენ.

ამ თამაშში ბევრი რამე ჯიმი ბატლერმა გადაწყვიტა. ამერიკელმა 42:36 წუთი ითამაშა, რა დროშიც 32 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. მაქს სტრუსმა კი თამაში 20 ქულით, 11 მოხსნით, 5 პასიტა და შესაბამისად ორმაგი დუბლით დაასრულა.

თამაში არ წაუვიდა ჯოელ ემბიდს. მართალია მან 20 ქულა, 12 მოხსნა და 2 პასი დააგროვა თუმცა, 24 სროლიდან მან მხოლოდ 7 გამოიყენა. აქიდან: 8-დან მხოლოდ 2 სამქულიანი და 16-დან მხოლოდ 5 ორქულიანი. კამერუნელ ცენტრს 100%-იანი შედეგი მხოლოდ საჯარიმო დარტყმებში ჰქონდა - 4-დან 4!.

20 ქულა მიითვალა ტაირის მაქსმაც, მან ამ მონაგარს 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაც დაუმატა, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა პლეი ოფში გამოსვლა 14 ქულით, 8 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა.

„მაიამი ჰიტი“ კონფერენციის ფინალში მეტოქის მოლოდინშია, რომელიც „მილუოკი ბაქსისა“ და „ბოსტონ სელტიკსის“ წყვილში გამარჯვებული იქნება. ამ დროისთვის მოქმედი ჩემპიონი სერიაში 3:2-ს იგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114493