ფეხბურთი

12:36 | 13.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანს "ბარსელონაში" დაბრუნება მოუწევს

მადრიდის „ატლეტიკო“ „ბარსელონასგან“ ანტუან გრიზმანის გამოსყიდვას არ აპირებს და დიდი შანსია, რომ ფრანგი ფორვარდი ზაფხულში კატალონიაში დაბრუნდეს.

Cadena Cope-ს ინფორმაციით, მადრიდული კლუბის სამწვრთნელო შტაბი გრიზმანის თამაშით უკმაყოფილოა და ფრანგს „ბარსელონაში“ დაბრუნება მოუწევს.

გრიზმანი „ატლეტიკოს“ გასულ ზაფხულს იჯარით შეუერთდა და 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. ანტუანს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111521