სხვა

3:58 | 13.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„სუზუკიმ“ დაადასტურა, რომ მოტო გრანპრის დატოვებას გეგმავს

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, იაპონური კომპანია „სუზუკი“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მოტო გრანპრის მსოფლიო ჩემპიონატის დატოვებას აპირებს. ეს ინფორმაცია კომპანიის გუნდმა გაავრცელა, რომელმაც წასვლის მიზეზად, ფინანსები დაასახელა. უფრო მეტიც, ამავე მიზეზით, „სუზუკი“ სხვა სარბოლო (მოტო და ავტო) აქტივობებსაც შეწყვეტს.

„სამწუხაროდ, მიმდინარე ეკონომიკური სიტუაცია და დიდი ცვლილებების განხორციელები, რომლებიც ავტო ინდუსტრიას ელის, სუზუკის რბოლებთან დაკავშირებული ხარჯების მკვეთრად შემცირებას აიძულებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მისივე განცხადებით, კომპანიას თავისი ეკონომიკური და ადამიანური შესაძლებლობების ახალი ტექნოლოგიების შესამუშავებლად მიმართვა უწევს.

„სუზუკის“ და მოტო გრანპრის ორგანიზატორს, კომპანია „დორნას“, კონტრაქტი ახალი გაგრძელებული აქვთ. მისი პირობებით, იაპონური კომპანია ვალდებულია, მსოფლიო ჩემპიონატში საკუთარი გუნდით 2026 წლის სეზონამდე იასპარეზოს.

„სუზუკიმ“ წრიული მოტო რბოლების მსოფლიო ჩემპიონატი 2011 წელსაც დატოვა. მაშინ ამის მიზეზი, ეკონომიკის რეცესიით და იენის გამყარებით გამოწვეული პრობლემები გახდა. თუმცა კომპანია რბოლებს 2015 წელს დაუბრუნდა. 2020 წელს „სუზუკიმ“ მრბოლთა და გუნდების ჩემპიონატები მოიგო. მრბოლებს შორის ტიტულს ესპანელი ხოან მირი დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117994