ფეხბურთი

23:01 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად ალფრედ სხრიოდერი დაინიშნა. ინფორმაცია ნიდერლანდური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

სხრიოდერი ერიკ ტენ ჰაგს შეცვლის, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაიბარებს. 49 წლის სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხრიოდერი 2018-2019 წლების სეზონში „აიაქსში“ უკვე მუშაობდა და სწორედ ტენ ჰაგის ასისტენტი იყო. ბოლოს ის „ბრიუგეს“ ავარჯიშებდა, ასევე იყო „ბარსელონაში“ რონალდ კუმანის თანაშემწე და „ჰოფენჰაიმის“ მთავარი მწვრთნელი.

0.14847