ფეხბურთი

19:12 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" და "დინამო ბათუმმა" ქულები გაიყვეს

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურის სასტარტო შეხვედრაში თბილისის „საბურთალო“ და „დინამო ბათუმი“ დაუპირისპირდნენ.

გულშემატკივარმა საკმაოდ მოსაწყენი თამაში იხილა, ალბათ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე არასანახაობრივი მატჩი გამოვიდა და ბუნებრივია, რომ გოლი არ გასულა.

უკეთესი საგოლე მომენტები „საბურთალომ“ შექმნა, ყველაზე მეტად კი გოლთან ახლოს ირაკლი სიხარულიძე იყო, რომელმაც ახლო მანძილიდან ლაზარე კუპატაძეს ვერ აჯობა.

„დინამო ბათუმისთვის“ ეს ბოლო ოთხ მატჩში მესამე ფრე იყო და 28 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „საბურთალო“ 22 ქულით მეოთხე საფეხურზე იმყოფება. მომდევნო ტურში ბათუმელები აუტსაიდერ „ლოკომოტივს“ უმასპინძლებენ, ხოლო „საბურთალო“ „დინამო თბილისს“ ესტუმრება.

„საბურთალო“ – „დინამო ბათუმი“ 0:0 (0:0)

0.114486