კალათბურთი

13:39 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მემფისის" სასწაული: "გოლდენ სტეიტი" "შავი ლაქის" ჩამორეცხვას მომდევნო თამაშში ეცდება (+VIDEO)

NBA-ს პლეი ოფების მატჩებიდან შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე არანორმალური შეხვედრა „გოლდენ სტეიტ უორიორზსა“ და „მემფის გრიზლს“ შორის გამოვიდა. ალბათ ძნელად წარმოსადგენია, რომ ტეილორ ჯენკინსის ბიჭები სტეფ კარსა და კამპანიას ყველა პერიოდს დამაჯერებლად მოუგებდა და მე-3 მეოთხედის ბოლოდ გუნდებს შორის სხვაობა მთელი 55(!) ქულა იქნებოდა, თუმცა ეს სიმართლეა.

„გოლდენ სტეიტმა“ გამთენიას სტუმრად დიდი სირცხვილი ჭამა და საბოლოოდ 39 ქულით - 134:95 წააგო. სტივ კერის გუნდს ამ შეხვედრის დავიწყება მოუწევს და მომდევნო მატჩში მიზნის ბოლომდე მისაყვანად იბრძოლებს, თუმცა ეს თამაში ისტორიას ბევრი მიზეზის გამო დარჩება.

„უორიორზის“ კალათბურთელებმა სამარცხვინო ანგარიშთან ერთად ანტირეკორდებიც დაამყარეს. ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი კი კლეი ტომპსონის +- მაჩვენებელი იყო, რომელიც -45-ს გაუტოლდა და პლეი ოფების ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა.

თავის მხრივ „გრიზლის“ კალათბურთელმა დესმონდ ბეინმა ამ მაჩვენებლებით +46 დაიმსახურა და ლებრონ ჯეიმსთან და ჯიმი ბატლერთან სიის სათავეში მოექცა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ „მემფისს“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი - ჯა მორანტი ვერ ეხმარებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად ოკლენდელები მაინც განადგურდნენ.

გამარჯვებულთა გუნდიდან ძნელია ვინმე გამოარჩიო. ყველა მათგანი თანმიმდევრულად და იდეალურთან მიახლოებულად ტამაშობდა. სწორედ ამიტომაა, რომ შედეგიანობის მხრივ პირველი სამი კალათბურთელი სწორედ „გრიზლიდან“ არის და მათ თითქმის ერთნაირი შედეგები ჰქონდათ.

დესმონდ ბეინმა 21 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 12 სროლიდან 6 გამოიყენა. 6-დან 4 სამქულიანი, 6-დან 2 ორქულიანი და 5-დან ყველა საჯარიმო.

ამდენივე ქულა, თუმცა სხვა კომპონენტებში გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ამერიკელ ფორვარდ ჯერენ ჯექსონს. 22 წლის კალთბურთელმა 21 ქულას, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა წაამატა. ხოლო ტიუს ჯონსმა საკუთარ გუნდს 21 ქულა, 3 მოხსნა და 9 პასი შესძინა.

“გოლდენ სტეიტიდან“ ყველაზე მეტი ტომპსონმა ჩააგდო - მის ანგარისზე 19 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი იყო. სტეფ კარიმ კი თამაში სრულიად ჩააგდო და გუნდს მხოლოდ 14 ქულით, 3 მოხსნითა და 4 პასით დაეხმარა. ვირაცისთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა დიდი მიღწევა და კარგი შედეგი იყოს, თუმცა როდესაც ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ხარ, ბევრად მეტი მოგეთხოვება.

შესაძლოა სხვა სურათი ყოფილიყო, სტეფს ყველა სროლა რომ გამოეყენებინა, მაგრამ ის ამჯერად 10-დან მხოლოდ 4 ზუსტ სროლას დასჯერდა, რომელთაგანაც 8-დან 3 შორი დისტანციიდან ჩააგდო, ხოლო 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და ასევე 4-დან 3 საჯარიმო.

მაშ ასე, „უორიორზს“ სავი ლაქის ჩამორეცხვა მომდევნო თამასში მოუწევს. სტივ კერის გუნდი ამას მომდევნო შეხვედრაში ეცდება, როდესაც 14 მაისს, სახლში „მემფისს გრიზლს“ უმასპინძლებს.

0.103099