ნაცუ ბაშოზე ლევან გორგოძემ (ტოჩინოშინმა) ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ჯერ ისევ უარყოფითი ბალანსი აქვს, მაგრამ სიტუაცია გამოიკეთა.
ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა კოტოშოჰოს დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით იმარჯვა. ტოჩინოშინმა იაპონელი სუმოისტი მეოთხედ დაამარცხა და თვითონ მის წინააღმდეგ არასდროს დამარცხებულა.
ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე ჯერჯერობით უარყოფითი ბალანსით ასპარეზობს - 2 მოგება და 3 წაგება, მომდევნო ბრძოლას კი ჩიიოშომასთან გამართავს, რომლის წინააღმდეგ 5-ჯერ იმარჯვა და 6-ჯერ დამარცხდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქეცბაია სულ მცირე ამ დონეზე იქნებოდა, საქართველოს ნაკრებში რომ არ ჩამოსულიყო.