ფეხბურთი

11:25 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ სიმეონეს ხელმძღვანელობით ყველა სეზონში გადის ჩემპიონთა ლიგაში

ესპანური პრიმერას 36-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ სტუმრად დაამარცხა „ელჩე“ (0:2) და და ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების საგზური მოიპოვა.

ანგარიში 28-ე წუთზე მატეუს კუნიამ გახსნა. 63-ზე კი თავი როდრიგო დე პაულმა გამოიჩინა.

საინტერესოა, რომ იმ 10 სეზონის განმავლობაში, რომლებშიც გუნდს დიეგო სიმეონე წვრთნის, „ატლეტიკო“ ყოველთვის გადიოდა ჩემპიონთა ლიგაში და ორჯერ (2014, 2016) ტურნირის ფინალშიც ითამაშა, თუმცა ორივეჯერ თანაქალაქელ „რეალთან“ დამარცხდა.

0.137674