ფეხბურთი

10:24 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინის პოკერი

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, პრემიერლიგის 33-ე ტურში „ვულვერჰემპტონთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (1:5), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ვფიქრობ, სტუმრად შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. კმაყოფილო ვარ გუნდით. პარტნიორებთან ჩემი ურთიერთობა განსაკუთრებულია, ამიტომ მიყვარს მათთან ერთად თამაში. ყოველთვის ვცდილობ მათ პასი დროულად მივაწოდო.

ჩვენ და „ლივერპული“ მეტ პატივისცემას ვიმსახურებთ, რადგან ძალიან ძნელია წლების განმავლობაში ასეთ მაღალ დონეზე თამაში.“ - ციტირებს ბელგიელი ნახევარმცველის სიტყვებს BBC.

„ვულვზთან“ მატჩში დე ბრუინმა 4 გოლი გაიტანა.

0.122492