ერიკ ტენ ჰაგი ამსტერდამის „აიაქსს“ ჩემპიონის ტიტულით დაემშვიდობა. ერედივიზიონის 33-ე ტურში ამსტერდამელებმა შინ „ჰერენვენი“ 5:0 გაანადგურეს და ჩემპიონობა გაიფორმეს.
„აიაქსს“ სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 82 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ პსვ ეინდჰოვენს 4 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადასწრება შეუძლებელია და ბოლო ტურში, „ვიტესთან“ მატჩს არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.
ამრიგად, ერიკ ტენ ჰაგი, რომელიც მომდევნო სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაწვრთნის, კლუბს გამარჯვებით დაემშვიდობა. აქვე გეტყვით, რომ „აიაქსი“ ნიდერლანდების ჩემპიონი ისტორიაში 36-ედ გახდა.