კალათბურთი

2:00 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა "ტენერიფე" 14 ქულით მარცხისგან ვერ იხსნა

ესპანეთის ლიგა ენდესას 33-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ბასკონიას“ უმასპინძლა და 78:91 დამარცხდა. ბასკებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და მეორე ნახევარში ის ხელიდან არ გაუშვიათ.

გიორგი შერმადინმა 23:44 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ.

„ლენოვო ტენერიფე“ 20 მოგებით და 13 წაგებით მეექვსე ადგილზეა, რეგულარული სეზონის ბოლო ტურში კი 14 მაისს, სტუმრად „მორაბანკ ანდორას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114098