ფეხბურთი

22:19 | 11.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "სუპერლიგის პროექტი ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულია"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა სუპერლიგის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ეს ტურნირი მინიმუმ 20 წლის განმავლობაში არ შედგება. როგორც მან აღნიშნა, „ბარსელონას“, „რეალსა“ და „იუვენტუსს“ შეუძლიათ დააარსონ თავიანთი ტურნირი და იქ ითამაშონ, მაგრამ მაშინ უარი უეფას ტურნირებზე უნდა თქვან.

„ჩემი აზრით, სუპერლიგის პროექტი დასრულებულია ერთხელ და სამუდამოდ, ან სულ მცირე მომდევნო 20 წლის განმავლობაში. შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ მონოპოლია გვაქვს, მაგრამ მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს შეჯიბრში მხოლოდ სიძლიერის გამო არავის უწევს თამაში, ისევე, როგორც არცერთი ფედერაცია არ არის იძულებული უეფას წევრი იყოს. მათ აქვთ სრული უფლება შექმნან თავიანთი უეფა, სრული უფლება აქვთ ითამაშონ საკუთარ ტურნირში (გულისხმობს „ბარსელონას“, „რეალსა“ და „იუვენტუსს“). მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი წესების მიხედვით, თუ სხვა ტურნირში თამაშობ, ჩვენთან ვერ ითამაშებ“, - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, უეფამ გუშინ ჩემპიონთა ლიგის ფორმატის რეფორმა დააანონსა და 2024-2025 წლების სეზონიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება.

0.120934