სხვა

20:15 | 11.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: "დინამო თბილისმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა!

„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონი ისტორიული და ხმაურიანი გამარჯვებით დაასრულა - დეიან სტანოიევიჩის გუნდმა წყალბურთის ერთ-ერთი გრანდი, პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა!

„დინამომ“ განსაკუთრებით კარგად პირველი ტაიმი ჩაატარა, რის შედეგადაც სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და 9:6 დაწინაურდა. მეორე ნახევარში თბილისელებმა ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო იოვან სარიჩი იყო, რომელმაც ბერძნულ გრანდს 4 გოლი გაუტანა. დუშან ვაშიჩმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო მარკო იელაჩამ და სანდრო ადეიშვილმა ორ-ორი გოლი გაიტანეს. თითოჯერ გამოიჩინეს თავი საბა ტყეშელაშვილმა, გიორგი მესხიმ და ანდრია ბითაძემ.

„დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგა 14 მატჩში 2 გამარჯვებით და 12 მარცხით ჯგუფში ბოლო, მერვე ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ქართულმა კლუბმა ორივე გამარჯვება ჯგუფური ტურნირის ბოლო ორ შეხვედრაში მოიპოვა და „ოლიმპიაკოსამდე“ ასევე შინ „იადრანი“ დაამარცხა.

„დინამო თბილისი“ – „ოლიმპიაკოსი“ 14:13 (4:3, 5:3, 2:3, 3:4)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116901