„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუსი სავარაუდოდ ზაფხულში კლუბს დატოვებს. როგორც ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა მარსელო პეტინატიმ აღნიშნა, მისი კლიენტით 7 კლუბია დაინტერესებულია, ერთ-ერთი ლონდონის „არსენალია“.
„არსენალთან“ გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გვაქვს, მოგვწონს ამ კლუბის პროექტი, ეს არის ვარიანტი, რომელსაც განვიხილავთ. გაბრიელით კიდევ 6 კლუბია დაინტერესებული, მაგრამ „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად სეზონის დასრულებაზეა კონცენტრირებული, შემდეგ ვნახოთ“, - თქვა მარსელო პეტინატიმ.
შეგახსენებთ, გაბრიელ ჟეზუსი „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან თამაშობს და 234 შეხვედრაში 95 გოლი აქვს გატანილი.