სხვა

12:40 | 11.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

პირველი გამარჯვება ნაცუ ბაშოზე: ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯის აჯობა (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშო რთულად - 3 მარცხით დაიწყო, თუმცა, დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე ყველა შეხვედრა წაგებული აქვს და დღესაც იორიკირით დამარცხდა.

ორთაბრძოლა დაძაბული გამოდგა, თუმცა გორგაძემ მეტოქის დოჰიოდან გადაყვანა მოახერხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

(ტოჩის ბრძოლა დაწყებიდან 10:36 წუთზე)

ეს წყვილის 25-ე დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში ჩვენებური ლიდერობს. ქართველ გოლიათს მის წინააღმდეგ 14 მოგება და 11 მარცხი აქვს.

ტოჩინოშინი ხვალ მე-9 მაეგაშირა კოტოშოჰოს შეხვდება, რომელსაც აქამდე 3-ჯერ შეხვედრია და ყველა შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112746