რაგბი

12:03 | 11.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მსაჯები ჩემპიონთა თასის ნახევარფინალსა და 7-კაცას ტურნირებზე

ნიკა ამაშუკელის პროფესიული წინსვლა გრძელდება. ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბმა ამჯერად ის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში, ფრანგულ დერბიზე მიიწვია.

ლანსში, „სტად ბოლარ-დელელისზე“, 15 მაისს ‘რასინგ 92’ ‘ლა როშელს’ ეთამაშება. მთავარი მსაჯი ინგლისელი მეთ ქერლი იქნება, მისი ასისტენტები კი ასევე ინგლისელი ლუკ პირსი და ქართველი ნიკა ამაშუკელი არიან. შეგახსენებთ, ამაშუკელი მეოთხედფინალში მოედნის მსაჯი იყო.

სხვა ქართველი მსაჯების მიმართ ყურადღებას იჩენს რაგბი ევროპა. სულ მალე ევროპაში სხვადასხვა დონის 7-კაცა ტურნირები გახურდება და იქ საქართველო 4 მსაჯით იქნება წარმოდგენილი.

4-5 ივნისს სერბეთში, 18-წლამდელთა „ალაფაზე“ იმსაჯებს გიგა მშვენიერაძე; 7-ქალას „ალაფის“ ორივე ეტაპზე, ხორვატიასა (11-12 ივნისი) და უნგრეთში (17-18 ივნისი) ნინო ელოშვილია მიწვეული; სულხან ჩიხლაძე 1-3 ივლისს პოლონეთში, კაცთა ჩემპიონატს, ხოლო 9-10 ივლისს 18-წლამდე ვაჟთა ჩემპიონატს იმსაჯებს; 8-9 ივლისს ასევე პოლონეთში, 18-წლამდე გოგონათა ტურნირზე მიწვეული ანა პოღოსიანი.

RUGBY.GE

0.143603