კალათბურთი

13:15 | 11.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუკერის მიღწევა და სერიაში დაწინაურებული "ფინიქსი" - დონჩიჩი და კამპანია მდევრის როლში არიან (+VIDEO)

„მაიამი ჰიტისა“ და „ფილადელფიას ანალოგიური სცენარით წარიმართა დღის მეორე დაპირისპირება „ფინიქს სანსსა“ და „დალას მავერიკსს“ შორის. მონტი უილიამსის გუნდმა სტუმრად 2 შეხვედრის წაგების შემდეგ, შინ მე-3 მატჩი მოიგო და სერიაშიც დაწინაურდა.

მასპინძლებისთვის ყველაზე კარგი მე-3 პერიოდი გამოდგა, როდესაც 19-ქულიანი სხვაობით - 33:14 მოიგეს და მეოთხედი 82:60 დაასრულეს. ბოლო პერიოდში კი ფორა 3- ქულამდე გაზარდეს და 110:80 მარტივად გაიმარჯვეს.

გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი დევინ ბუკერმა შეიტანა. მან საკუთარ გუნდს 28 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 25 წლის მცველმა 20-დან 11 ჩააგდო. მათ შორის 7-დან 3 სამქულიანი, 13-დან 8 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარომო. გარდა ამისა, ბუკერს კარიერის პლეი-ოფის 30 მატჩში - 804 ქულა დაუგროვდა.

ყველა ვარსკვლავის მცველი 18 მოთამაშიდან ერთ-ერთია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ 800 ქულა, თავის პირველ 30 პოსტსეზონურ თამაშში მოაგროვა.

ის უერთდება ენტონი დევისს, დონოვან მიტჩელს, კევინ დურანტს, ლებრონ ჯეიმსს, ტრეისი მაკგრედის, ვინს კარტერს და ალენ აივერსონს, რომლებმაც ეს წშედეგი 2000 წლიდან დადეს.

„ბუკერის გარდა „ფინიქსს“ მნიშვნელოვანი ქულები „დეანდრე ეიტონმა, მიკალ ბრიჯესმა და კამერონ ჯონსონმაც მოუტანეს. ამ უკანასკნელთ 14-14 ქულა ჰქონდათ, ეიტონმა კი 20 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

ქულების მხრივ თამაში არ წაუვიდა გუნდის ერთ-ერთ ლიდერ კროს პოლს, თუმცა მან 10 შედეგიანი გადაცემით გამარჯვებაში თავისი წვლილი მაინც შეიტანა - ამერიკელმა 7 ქულა და 2 მოხსნაც გამოიმუიშავა.

„დალასს“ ტრადიციულად ლუკა დონჩიჩმა ულიდერა. 23 წლის სლოვენიელმა ფორვარდმა თავის თავზე ბევრი აიღო და „ფინიქსის“ ლიდერ დევინ ბუკერს არაფრით ჩამორჩენია, თუმცა მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და გამარჯვებაც ამიტომ ვერ მოიპოვეს.

ლუკამ 28 ქულით, 11 მოხსნითა და 2 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა. დამარცხებულთაგან ჯელენ ბრანსონსაც 21 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა.

0.112621