მადრიდის „რეალში“ ანტონიო რიუდიგერის გადასვლა გადაწყვეტილია. ესპანური მედიის ცნობით, გერმანელმა მცველმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა კიდეც.
რიუდიგერი „რეალთან“ კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს და მისი ხელფასი პრემიების გარეშე სეზონში დაახლოებით 7 მილიონი ევრო იქნება. ანტონიო „სამეფო კლუბს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ანტონიო რიუდიგერი „ჩელსიში“ 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ 199 თამაშში 12 გოლი გაიტანა. გერმანელ ფეხბურთელს „შტუტგარტსა“ და „რომაში“ უთამაშია.