ფეხბურთი

23:11 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" "ბეტისთან" წააგო, მამარდაშვილმა 3 გოლი გაუშვა

ლა ლიგის 36-ე ტურში გიორგი მამარდაშვილმა 3 გოლი გაუშვა, „ვალენსია“ კი შინ სევილიის „ბეტისთან“ 0:3 დამარცხდა.

ქართველმა მეკარემ პირველივე ტაიმში ორი სეივი მიითვალა, მაგრამ მეორე ნახევარში ვილიან ჟოზესგან, სერხიო კანალესისგან და ბორხა იგლესიასისგან 3 გოლი გაუშვა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გოლში განსაკუთრებული დანაშაული მიუძღოდა.

თუმცა, სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა ყველაზე დაბალი შეფასება დაუწერა (5.4 ქულა), ხოლო Sofascore-მ - 5.8. მაგრამ ვინაიდან, ორივე საიტი სტატისტიკურ ნიუანსებს ითვლის, დაბალი შეფასება 3 გაშვებული გოლის გამო მიიღო.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს ყველა ტურნირზე 21 მატჩი დაუგროვდა (18 ლა ლიგაში, 3 ესპანეთის თასზე) და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა (რვაჯერ ლა ლიგაში, ერთხელ თასზე). 21 წლის ქართველი მეკარე ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ ორჯერ დასახელდა, ხოლო სამჯერ მატჩის "მეფედ" (მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი) არიარეს. „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას 15 მაისს, გასვლაზე "ესპანიოლთან" გამართავს. ხოსე ბორდალასის გუნდი ლა ლიგაში 36 ტურის შემდეგ 44 ქულით მეათე ადგილზეა.

0.118137