ჩოგბურთი

21:30 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსს მეორე წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში კანადელ დენის შაპოვალოვს დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა.

შეხვედრა საათსა და 42 წუთს გაგრძელდა და კანადელმა ორ სეტში, 6:4, 7:6 მოიგო. პირველ სეტში ნიკოლოზმა 4:4-ზე მეცხრე გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე წააგო, რამაც სეტის ბედი გადაწყვიტა, ხოლო მეორე სეტში არცერთ ჩოგბურთელს საკუთარი ჩაწოდება არ დაუთმია. შედეგად ტაიბრეიკამდე მივიდნენ, სადაც შაპოვალოვმა 7:5 იმარჯვა.

ქართველ ჩოგბურთელს 1 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო კანადელმა 7 ეისი მიითვალა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის პირველ წრეში ბრიტანელი დანიელ ევანსი დაამარცხა.

0.156411