ფეხბურთი

16:30 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემას "რეალი" ახალ კონტრაქტს სთავაზობს

მადრიდის „რეალი“ კარიმ ბენზემას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport-ი ავრცელებს.

ესპანური გრანდის ხელმძღვანელობა 34 წლის ფრანგი ფეხბურთელის თამაშით ცხადია კმაყოფილია, რომელსაც ფენომენალური სეზონი აქვს. ბენზემას მოქმედი ხელშეკრულება სამეფო კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მხარეები მისი ერთი წლით განახლებას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა „რეალის“ ღირსებას 2009 წლიდან იცავს და 602 მატჩში 322 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113709