ფეხბურთი

10:24 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიომ „ასტონ ვილასთან“ პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა

„ბარსელონას“ ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო, რომელიც „ასტონ ვილაში“ იჯარის წესით თამაშობს, ინგლისურ კლუბში დარჩენას აპირებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, 29 წლის ბრაზილიელმა უკვე შეათანხმა ბირმინგემელებთან პირადი კონტრაქტის პირობები. ახლა ჯერი „ბარსელონაზეა.“ ცნობილია ისიც, რომ კოუტინიო კატალონიელთა ამჟამინდელი დამრიგებლის, ჩავის გეგმებში არ შედის.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო „ბარსელონაში“ „ლივერპულიდან“ 2018 წლის იანვარში გადავიდა 135 მილიონ ევროდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115687