სხვა

2:14 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალვარესმა ბივოლთან ქულებით წააგო

მექსიკელმა კანელო ალვარესმა, რუსეთის სახელით მოასპარეზე ყირგიზ დმიტრი ბივოლთან, ქვემძიმე წონაში (79 კგ) შეხვედრაში, რომელიც ლას ვეგასის „T-მობილ არენაზე“ ჩატარდა, მოულოდნელი მარცხი იწვნია. ბივოლმა სამივე მსაჯის ბარათზე (სამივეზე 115-113), ქულებით გაიმარჯვა WBA-ის ტიტული დაიცვა.

ალვარესისთვის ეს კარიერაში მეორე მარცხია. პირველი ლეგენდარული ფლოიდ მეივეზერისგან, 2013 წელს იწვნია. ოღონდ, ის ბრძოლა ქვესაშუალო წონაში (70 კგ) ჩატარდა. ამჯერად კანელოს ჰყავდა მასზე გაცილებით მაღალი მეტოქე, ვინც „თავის“ წონაში ასპარეზობდა და გრძელი ხელების წყალობით, თავის დაცვა არ გასჭირვებია.

ამგვარად, ბივოლმა თავისი პროფესიონალური კარიერის მე-20 ბრძოლა მე-20 მოგებით დაასრულა. ალვარესის სტატისტიკას კი ერთი წაგება დაემტა. ამასთან მას 2 ფრე და 57 მოგება აქვს.

„მიხარია, რომ ყველას დავუმტკიცე - ჩემს წონით დივიზიონში საუკეთესო ვარ და ამიტომაც შევინარჩუნე ეს სარტყელი. ის დიდი ჩემპიონია. მე მას პატივს ვცემ და მის გუნდს ვაფასებ. თუ საკუთარი თავის არ გჯერა, მაშინ ვერაფერს გახდები. ვერაფერს მიაღწევ. მე საკუთარი ძალების მჯერა და ჩემ გუნდსაც სჯერა. მე მის ძალას ვგრძნობდი. შეხედთ ჩემ ხელს. ის მუდმივად ხელში მირტყამდა, მაგრამ თავში ვერ მწვდებოდა. ასე ჯობდა“, - განაცხადა ბივოლმა.

მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მაღალ წონაში უწევდა ბრძოლა, ალვარესი გამოკვეთილი ფავორიტი იყო. მაგრამ მასზე მაღალი ბივოლის თავდაცვის ზღუდის გარღვევას ვერ ახერხებდა. ბივოლი ჯებით ადვილად ახერხებდა მეტოქის დისტანციაზე ყოლას და როგორც კი შანსი მიეცემოდა, კონტრ შეტევებს ახორციელებდა.

ალვარესისთვის ეს ქვემძიმეში პირველი გამოსვლა არ იყო. წინა ბრძოლაში, რომელიც 2019 წლის ნოემბერში გაიმრთა, რუსი სერგეი კოვალევი დაამარცხა და მას WBO-ის ტიტული ჩამოართვა. თუმცა ეს წარმატება ბივოლთან ვერ გაიმეორა.

ალვარესმა განაცხადა, რომ რემატჩი სურს. „რა თქმა უნდა, მე ეს მინდა. ეს ასე არ უნდა დასრულდეს“, - განაცხადა მექსიკელმა. მეორე შეხვედრის წინააღმდეგი არც ბივოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143934