ფეხბურთი

0:32 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მზადაა დეპაი გაყიდოს

მემფის დეპაი სავარაუდოდ „ბარსელონას“ ზაფხულში დატოვებს. ინფორმაცია ესპანური გამოცემა Sport-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, სამწვრთნელო შტაბი ნიდერლანდელი ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილოა და კლუბი მზადაა ის გაასხვისოს.

იქიდან გამომდინარე, რომ დეპაის კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, კატალონელები იმედოვნებენ, რომ მისი ტრანსფერიდან გარკვეული ოდენობის ფულს გამოიმუშავებენ. მემფისის მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბები იჩენენ.

შეგახსენებთ, მემფის დეპაი „ბარსელონას“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110023