„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პეპ გვარდიოლას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ მთელი ინგლისი პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლაში „ლივერპულს“ ქომაგობს.
გარდა ამისა, კლოპმა თავის მემკვიდრედ სტივენ ჯერარდი დაასახელა, ხოლო ანტონიო კონტეს კრიტიკაზე თქვა, რომ შეცდომა დაუშვა.
„გვარდიოლამ თქვა, რომ ყველა ჩვენ გვქომაგობს, მათ შორის მედიაც? მე ლივერპულში ვცხოვრობ და აქ ბევრს უნდა ჩვენი გამარჯვება, მაგრამ მხოლოდ 50%-ს. არ ვიცი, რა სიტუაციაში იყო პეპი, როცა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, „ლივერპული“ კი ფინალში გავიდა. წარმოდგენა არ მაქვს, გვიჭერს თუ არა მთელი ქვეყანა მხარს, პირიქით, როცა სტუმრად ვთამაშობთ, ყველაფერზე სხვაგვარი შთაბეჭდილება მრჩება.
კონტეს კრიტიკა? ფრე ნორმალური შედეგია, განსაკუთრებით „ტოტენჰემთან“. მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ ისინი მათი თამაშის სტილით მხოლოდ მეხუთე ადგილზეა. იმ მომენტში ჩემი განცხადება სწორი ჩანდა, მაგრამ ეს შეცდომა იყო. არ შემეძლო ანტონიოს პატივისცემა იმის გამო, როგორ ათამაშებს თავის თავის გუნდებს.
ვფიქრობ, რომ ჯერარდი შეიძლება იყოს ჩემი მემკვიდრე „ლივერპულში“. ერთ მშვენიერი დღეს ეს სრულიად შესაძლებელია ამ გუნდის მწვრთნელი გახდეს. მე არ ვარ ამ კლუბის მფლობელი არ წარმოდგენა არ მაქვს ისინი რას ფიქრობენ, მაგრამ ამის შანსი ნამდვილად არსებობს“, - თქვა კლოპმა.