ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე პირველი წრე დაძლია. ქართველი ჩოგბურთელი 1/32 ფინალში ბრიტანელ დანიელ ევანსს გაეჯიბრა და ორ სეტში დაამარცხა - 7:6, 6:2.
პირველი სეტი ძალიან დაძაბული გამოდგა, ორივე ჩოგბურთელმა ორ-ორი ბრეიკი გაახერხეს და ყველაფერი ტაიბრეიკზე გადაწყდა, რომელიც ნიკოლოზმა იოლად, 7:2 მოიგო. თუმცა, ის აუცილებლად აღინიშნოს, რომ ქართველი პირველ სეტში 2:5 მარცხდებოდა, მაგრამ ამის შემდეგ შეძლო მობილიზება და თამაშში გარდატეხა შეიტანა. მეორე სეტში კი ბასილაშვილი უშეცდომო იყო, მეტოქე ორჯერ დააბრეიკა და გამარჯვება იზეიმა.
ბასილაშვილმა 2 ეისი შეასრულა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ბრიტანელმა 7 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველს ევანსთან 2019 წელს უიმბლდონზე ჰქონდა წაგებული (0:3) და ამჯერად რევანშის აღება მოახერხა.
აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/16 ფინალში კანადელ დენის შაპოვალოვს შეხვდება, რომელმაც მასპინძელი ლორენცო სონეგო დაამარცხა.