მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკოსთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, შედეგით უკმაყოფილოა, თუმცა ახლა მთავარი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მომზადებაა.
„ახლა არ არის გაბრაზების დრო, თუმცა არც ისე ბედნიერი ვარ. მატჩი წავაგეთ, ფსიქოლოგია გადამწყვეტი იყო. „ატლეტიკოს“ აშკარად ჰქონდა უპირატესობა და ეს ნორმალური არაა.
ქულები არ გვჭირდებოდა, მაგრამ გვინდოდა კარგად გვეთამაშა. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, როცა ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს ვიყავით. პრიორიტეტი იყო პრობლემებისა და ტრავმების თავიდან აცილება და სათამაშო დროის მათთვის მიცემა, ვინც ცოტას თამაშობდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო გვაქვს, ასევე იმისთვის, რომ ყველა მოთამაშე დაბრუნდეს, აღიდგინოს ძალები და ტაქტიკურად ვიმუშაოთ“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ უკვე ესპანეთის ჩემპიონია, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში 28 მაისს, ინგლისურ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.