ფეხბურთი

15:12 | 9.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯოდი ლუკოკი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ნიდერლანდური მედია ავრცელებს, მაგრამ გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

კონგოელმა ფეხბურთელმა „აიაქსში“ დაიწყო და 2010-2013 წლებში 39 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. შემდეგ მან „კამბურის“, „ცვოლესა“ და „ლუდოგორეცის“ რიგებში ითამაშა, ბულგარული გუნდის რიგებში 2015-2020 წლებში ლუკოკიმ 157 თამაშში 30 გოლი გაიტანა.

2021 წლის ზაფხულში მან კარიერა „ტვენტეში“ გააგრძელა, თუმცა, ენსხედელებთან კონტრაქტი თებერვალში გაწყვიტა.

0.119335