ფეხბურთი

14:26 | 9.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

30 მილიონი ევრო სეზონში: ჰოლანდის ტრანსფერი "სიტიში" გადაწყვეტილია

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გახდება.

Sky.de-ს ინფორმაციით, ნორვეგიელ ფეხბურთელთან და გერმანულ კლუბთან ინგლისელებმა უკვე შეთანხმებას მიაღწიეს. „სიტი“ 75 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც საჭიროა, ფეხბურთელის „დორტმუნდის“ კონტრაქტისგან გასათავისუფლებლად.

ახალგაზრდა ფორვარდი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 30 მილიონი ევრო იქნება! თავის მხრივ, „დორტმუნდმა“ უკვე იპოვა მისი შემცვლელი და „ზალცბურგიდან“ გერმანელ ფეხბურთელ კარიმ ადეიემის დაიმატებს.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდის“ ღირსებას 2020 წლის ზამთრიდან იცავს და 88 შეხვედრაში 85 გოლი გაიტანა. მანამდე ნორვეგიელმა სახელი ავსტრიულ „ზალცბურგში“ თამაშით გაითქვა.

0.065364