ფეხბურთი

13:39 | 9.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: "ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვალში ვართ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „რეალთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, საზეიმო არაფერია, რადგან გუნდს წინ სამი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელოდება.

„ამ გამარჯვებას არ ვიზეიმებთ, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე სამი თამაშია დარჩენილი, თითოეული გუნდი ბოლომდე იბრძოლებს, ამიტომ მარტივ გასეირნებას არ ველოდებით.

ჩვენ დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუ გავითვალისწინებთ იმ დონეს, რაც მანამდე ვაჩვენეთ. საგოლე მომენტების უმეტესობა ვერ გამოვიყენეთ, რამაც გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა. კლუბის პრეზიდენტის მხარდაჭერას ვგრძნობ, ამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, ჯერ ფეხბურთელი ვიყავი და ახლა მწვრთნელი. თუმცა, მესმის, რომ მას, ისევე, როგორც ყველას გამარჯვებები სჭირდება.

„ბეტისთან“ ან „სოსიედადთან“ დისტანციის გაზრდა ნაკლებად მაინტერესებს და არანაირად არ მამშვიდებს. ჩვენ წარმოუდგენელი გულშემატკივრები გვყავს და მათ წინაშე წარუმატებელი მატჩების გამო ვალი გვაქვს“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკო“ ლა ლიგაში 64 ქულით მეოთხე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე უახლოეს მდევარ „ბეტისს“ 6 ქულით უსწრებს.

0.122311