სხვა

4:52 | 9.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კავენდიშმა ჯიროს მესამე ეტაპი მოიგო

ბრიტანელმა მარკ კავენდიშმა, ჯირო დ’იტალიაზე თავისი დაბრუნება მესამე, სპრინტერული ეტაპის მოგებით აღნიშნა. ჰოლანდიელმა მატიო ვან დერ პოელმა კი ლიდერის ვარდისფერი მაისური შეინარჩუნა.

სპრინტის დაწყებამდე, კავენდიშს ხელსაყრელი პოზიცია თანაგუნდელებმა (ქვიკ სტეპი) მოუმზადეს. ფინიშამდე 300 მეტრი რომ რჩებოდა, დანიელმა მიქაელ მორკოვმა მას შეტევა მოუმზადა, კავენდიშმა კი ის საქმე გააკეთა, რაც ყველაზე უკეთ ეხერხება - მძლავრი აჩქარებით, ყველა მდევარი ჩამოიტოვა.

კავენდიშმა კარიერაში ჯიროს მე-16 ეტაპი მოიგო. მან უკან მოიტოვა ფრანგი არნო დემარი (გრუპამა) და კოლუმბიელი ფერნანდო გავირია (UAE ტიმ ემირატსი).

„ძალიან მიხარია. დიდ ტურებზე პირველი სპრინტერული ეტაპის მოგება ძალიან რთულია, რადგან რბოლა ქაოტურია ხოლმე. ახლა ისეთი ახალგაზრდა აღარ ვარ და რიტმში შესვლას, ოთხი ან ხუთი ეტაპის შემდეგ ვახერხებ ხოლმე. თუმცა ბოლოს ისევ ძველი კავენდიში ვხდები ხოლმე. მინდოდა, ამ პირველ სპრინტერულ ფინიშზე კარგად გამოვსულიყავი. თანაგუნდელებმა გამორჩეულად იმუშავეს. ჩემზე 300 მეტრის მოგება დარჩენილი და მე ეს შევძელი“, - განაცხადა 36 წლის კავენდიშმა, ვისაც ჯიროზე მე-15 გამარჯვება ცხრა წლის წინათ ჰქონდა მოპოვებული.

0.109072