ფეხბურთი

22:34 | 8.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსში გოლი "მაკრატელა" დარტყმით გაიტანა (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 30-ე ტურში თორნიკე ოქრიაშვილმა ფანტასტიკური სილამაზის გოლი გაიტანა. ნიქოზიის „აპოელი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „აპოლონთან“ დამარცხდა და შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

„აპოელი“ 1:3-ს მარცხდებოდა, როდესაც 76-ე წუთზე ოქრიაშვილმა ეფექტური გოლი გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (2:3), თუმცა, მისმა გუნდმა მეტი ვეღარ მოახერხა და დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ თორნიკე მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 30 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.

განაცხადში არ იყო გიორგი ქვილითაია, რომელსაც ტრავმა აქვს, ხოლო სათადარიგო სკამზე დარჩნენ მურთაზ დაუშვილი სტუმართა და რევაზ ინჯგია მასპინძელთა მხრიდან.

„აპოლონი“ 55 ქულით ლიდერობს კვიპროსის ჩემპიონატს და „აპოელს“ 51 ქულა აქვს, რომელიც მეორე ადგილზეა, სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ ორი ტური დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიმასოლელები 16-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არიან.

0.112053