ფეხბურთი

19:57 | 8.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის საგოლე პასი ექსტრაკლასაში გათამაშების ლიდერთან (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში ვაკო გვილიას და ლუკა გაგნიძის „რაკუვმა“ ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულებმა გაიყვეს - 1:1.

კაკაბაძე თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო და ერთი წუთის შემდეგ სერგიუ ჰანცას საგოლე პასი გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქართველ მცველს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, საგოლე პასი კი პირველად გააკეთა.

ვაკო გვილია მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ლუკა გაგნიძე განაცხადში ამჯერადაც არ ყოფილა.

„კრაკოვია“ 43 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „რაკუვმა“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რადგან ჩემპიონობისთვის იბრძვის და 66 ქულით ლიდერია, მაგრამ ნიკა კვეკვესკირის „ლეხს“ 65 ქულა აქვს და ერთი თამაშით მეტი აქვს გასამართი. იქვეა „პოგონიც“, რომელიც 63 ქულით მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123636