ფეხბურთი

18:14 | 8.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "სიონს" 10-გოლიან თრილერში მოუგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტური ბოლნისში დაიწყო, სადაც „დინამო თბილისმა“ „სიონი“ უხვგოლიან შეხვედრაში 7:3 დაამარცხა.

გუნდებმა თამაში თავიდანვე შედეგიანად დაიწყეს და პირველ ტაიმში უკვე 6 გოლი გავიდა. ანგარიში სტანისლავ ბილენკიმ გახსნა, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო, რადგან ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა. სწორედ უკრაინელის პასით მალევე უსმანე კამარამ სხვაობა გააორმაგა.

„სიონმა“ სამწუთიან ინტერვალში ნიკა და ლუკა ხორხელების გოლებით შეძლო გათანაბრება, მაგრამ თბილისელებმა უპირატესობა მალევე დაიბრუნეს, რადგან პირველი ტაიმის ბოლოს ბილენკიმ და გიორგი გაბედავამ გაიტანეს. შედეგიანი გამოდგა მეორე ტაიმის სტარტიც, როცა 12 წუთში 3 გოლი გავიდა. სტუმართაგან საიმონ ბენიომ და ოსეი ბარნსიმ გაიტანეს, ხოლო მასპინძელთა რიგებიდან თავი თომა ტაბატაძემ გამოიჩინა. ამრიგად, 9 გოლი 57 წუთში გავიდა! საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტანისლავ ბილენკიმ დააფიქსირა.

„დინამო თბილისმა“ 22 ქულას მოუყარა თავი და გორის „დილას“ გაუთანაბრდა, ხოლო მომდევნო შეხვედრას სწორედ ანდრეი დემჩენკოს გუნდთან 12 მაისს ჩაატარებს, ხოლო „სიონს“ 10 აქვს და მეცხრე პოზიციას იკავებს, 13 მაისს კი „სამგურალს“ გაეჯიბრება.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ანგარიში (7:3) ეროვნულ ლიგაში გასულ სეზონშიც დაფიქსირდა, როდესაც „დინამო ბათუმმა“ თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხა.

„სიონი“ – „დინამო თბილისი“ 3:7 (2:4)

გოლები: 0:1 ბილენკი (4), 0:2 კამარა (18), 1:2 ნ. ხორხელი (21), 2:2 ლ. ხორხელი (24), 2:3 ბილენკი (34), 2:4 გაბედავა (41), 2:5 ბენიო (50), 3:5 ტაბატაძე (52), 3:6 ბარნსი (57), 3:7 ბილენკი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109513