სხვა

13:49 | 8.05.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო მარცხით დაიწყო

ტოკიოში მაისის, ნაცუ ბაშო დაიწყო და ლევან გორგოძემ (ტოჩინოშინმა) წარუმატებელი სტარტი აიღო.

ქართველი სუმოისტი, რომელიც მე-9 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-10 მაეგაშირა ოკინოუმის შეხვდა, რომელთანაც იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ნაცუ ბაშოს მეორე საშეჯობრო დღეს ტოჩინოშინი ნიშიკიგის დაუპირისპირდება, რომელთანაც დადებითი ბალანსი აქვს - 5 მოგება და 3 წაგება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.065993