ფეხბურთი

0:53 | 8.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ ჩემპიონია?

პრემიერლიგაში საჩემპიონო რბოლა, ჩანს, დასასრულს მიუახლოვდა. „ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ ვერ მოუგო. არადა, ქულის დაკარგვის უფლება არ ჰქონდა. კვირას „სიტი“ სავარაუდოდ „ნიუკასლს“ დაამაცხებს, სამი ქულით გაუსწრებს ოპონენტს და ფინიშამდეც აღარაფერი რჩება.

ანტონიო კონტემ იურგენ კლოპის გუნდს გასაღები მოუძებნა. განსაკუთრებული არაფერი: ორგანიზებული თამაში დაცვაში და შეძლებისდაგვარად კონტრშეტევები. პირველ ტაიმში „დეზებმა“ ოსტატურად შეაკავეს მერსისაიდელები, შესვენების შემდეგ კი სულაც ანგარიში გახსნეს. კორეელმა სონმა იყოჩაღა.

ამისდაკვალად, ჩრდილოლონდონელებმა დაცვა კიდევ უფრო გააძლიერეს, მაგრამ ერთი საპასუხო ბურთი მაინც გაუშვეს, თავი კოლუმბიელმა ახალწვეულმა, ლუის დიასმა გამოიჩინა.

მანამდე კი პრემიერლიგაში არანაკლებ სანტერესო ამბები მოხდა. მაგალითად, „ჩელსი“ რომელუ ლუკაკუს დუბლით უგებდა „ვულვერჰემპტონს,“ მაგრამ ქულას დასჯერდა. გამათანაბრებელი გოლი სტუმარმა კონორ კოდიმ, მეშვიდე წამატებულ წუთზე გაიტანა. არადა, „სტემფორდ ბრიჯზე“ „არისტოკრატთა“ ახალი მფლობელი, ტოდ ბელიც იჯდა და ემოციურად ქომაგობდა „ლურჯებს.“

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ბრაიტონში შერცხვა - 0:4. ყველაზე საინტერსო ის არის, რომ ანაგარიში ზუსტად ასახავს „თოლიების“ დამსახურებულ გამარჯვებას. პირველ ტაიმში რალფ რანგნიკის გუნდი კიდევ რაღაცას ჰგავდა, თუმცა ერთი სახიფათო მომენტიც არ შეუქმნიათ მეტოქის კართან. მეორეში კი საერთოდ მოიშალნენ.

ინგლისი

პრემიერლიგა

36-ე ტური. 7 მაისი

ლივერპული - ტოტენჰემი 1:1

ლივერპული. „ენფილდი“

0:1 სონი (56), 1:1 დიასი (74)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი (ციმიკასი 64), ფაბინიო (კეიტა 88), ჰენდერსონი (ჟოტა 65), ალკანტარა, დიასი, მანე, სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ტოტენჰემი: ლორისი, რომერო, დაიერი, დევისი, ემერსონი, სესენიონი (სანჩესი 78), ბენტანკური, ჰოიბერგი, კულუშევსკი (უინკსი 85), სონი (ბერგვეინი 90+1), კეინი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ციმიკასი (69), ფაბინიო (80); დევისი (54), სესენიონი (7ლ0)

ჩელსი - ვულვერჰემპტონი 2:2

1:0, 2:0 ლუკაკუ (56 პენ, 58), 2:1 ტრინკაო (79), 2:2 კოდი (90+7)

ბრაიტონი - მანჩესტერი 4:0

1:0 კაისედო (15), 2:0 კუკურელია (49), 3:0 გროსი (57), 4:0 ტროსარი (60)

ბარნლი - ასტონ ვილა 1:3

0:1 ინგზი (7), 0:2 ბუენდია (31), 0:3 უოტკინსი (52), 1:3 კორნე (90+2)

ბრენტფორდი - საუთჰემპტონი 3:0

1:0 იანსონი (13), 2:0 ვისა (14), 3:0 აიერი (79)

კრისტალ პალასი - უოტფორდი 1:0

1:0 ზაჰა (31 პენ)

გაძევება: კამარა (69) - უოტფორდის

0.119024