ჩოგბურთი

1:31 | 8.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ონს ჟაბური მადრიდის ღიას ჩემპიონი გახდა

ტუნისელი ონს ჟაბური მადრიდის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. ფინალში მან ამერიკელ ჯესიკა პეგულას 7-5, 0-6, 6-2 მოუგო. 27 წლის ჟაბურისთვის ეს WTA 1000-ის სერიის პირველი ტიტულია.

ტუნისელმა თამაში ცუდად დაიწყო. საწყის სეტში პეგულა 4-1 დაწინაურდა, მაგრამ მას ხაზიდან თამაშისას დაშვებული რამდენიმე შეცდომა ძვირად დაუჯდა - მერვე გეიმში ჟაბურმა ანგარიში გაათანაბრა.

და მაინც, პეგულამ მეცხრე გეიმი მოიგო და მეათეში სეტ პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ჟაბურმა, ვინც მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში შესული პირველი არაბი ჩოგბურთელია, ჯერ ეს სეტ პოინტი მოიგერია, შემდეგ კი მომდვნ ორი გეიმიც მოიგო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მაგრამ მეორე სეტში ჟაბური თავის თავს არ ჰგავდა. პეგულამ მას ერთი გეიმიც არ დაუთმო და ისე ჩანდა, მესამე სეტშიც უპირატესობა უნდა ჰქონოდა. მაგრამ ჟაბური ასე არ ფიქრობდა. მან ისევ მიაგნო თავის აგრესიულ თამაშს და სეტი ორი ბრეიკის უპირატესობით მოიგო.

ჟაბური პირველი ჩოგბურთელია აფრიკის კონტინენტიდან, ვინც WTA 1000 სერიის ტურნირზე გამარჯვება შეძლო.

0.153857