„პორტუ“ პორტუგალიის ჩემპიონი გახდა. სერჟიო კონსეისაოს გუნდმა 33-ე ტურში ლისაბონში „ბენფიკა“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ზაიდუს გატანილი გოლით დაამარცხა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.
„პორტუს“ 88 ქულა აქვს და ბოლო ტურის წინ ლისაბონის „სპორტინგს“ 6 ქულით უსწრებს. „ბენფიკაზეც“ ვთქვათ, რომელმაც სეზონი ჩააგდო და 71 ქულით მხოლოდ მესამე ადგილი ერგო.
აქვე გეტყვით, რომ „პორტუ“ პორტუგალიის ჩემპიონი ისტორიაში 30-ედ გახდა.