ფეხბურთი

0:32 | 8.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა

გელზენკირხენის „შალკე“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში დაბრუნდა. „ხუმარებმა“ ელიტის საგზური მეორე ბუნდესლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს.

„შალკემ“ 33-ე ტურში „ზანკტ პაულის“ უმასპინძლა, რომელიც ასევე იბრძოდა ბუნდესლიგაში გადასასვლელად, მაგრამ ამ წაგებით შანსი თითქმის დაკარგა.

არადა. „შალკესთვის“ ყველაფერი ცუდად დაიწყო, მე-9 და მე-17 წუთებზე ორი გოლი გაუშვა. თუმცა, მეორე ტაიმში გელზენკირხენელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს, სამი გოლი შეაგდეს და საბოლოოდ, 3:2 იმარჯვეს.

„შალკე“ 62 ქულით ლიდერია და ბუნდესლიგის საგზური უკვე მოიპოვა. „ჰამბურგს“, „დარმშტადტსა“ და „ვერდერს“ 57-57 ქულა აქვთ და მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფენ, თუმცა, „ვერდერს“ კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა, რომელიც ერთი კვირის შემდეგაა დაგეგმილი.

0.136856