სხვა

22:20 | 7.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს მეორე ეტაპი იეიტსმა მოიგო, ვარდისფერში ისევ ვან დერ პოელია

ჯირო დ’იტალიას მეორე ეტაპი, დროზე ინდივიდუალური რბოლა, რომელსაც ბუდაპეშტის ქუჩებმა უმასპინძლა, ბრიტანელი საიმონ იეიტსის გამარჯვებით დასრულდა. კლასიფიკაციაში პირველი ადგილი კი ჰოლანდიელმა მატიო ვან დერ პოელმა შეინარჩუნა.

9.2-კილომეტრიანი დისტანცია იეიტსმა (ტიმ ბაიკ ექსჩეინჯ) 11 წუთსა და 50 წამში დაასრულა და 3 წამით აჯობა ვან დერ პოელს (ალპესინ-ფენიქსი), ვინც „მალია როსა“ (ლიდერის ვარდისფერი მაისური) პირველი ეტაპის მოგების შემდეგ ჩაიცვა. მესამე ადგილი ჰოლანდიელმა ტომ დუმოლენმა (ჯუმბო-ვისმა) დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 5 წამით ჩამორჩა.

„ეს ჩემს კარიერაში, დროზე რბოლაში ყველაზე გამორჩეული გამარჯვებაა. და რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ. რაც შემეძლო, სწრაფად ვიარე. გამარჯვებაში დარწმუნებული არ ვიყავი, სანამ ვან დერ პოელი ფინიშს მიაღწევდა. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს“, - განაცხადა იეიტსმა.

თავისი გამოსვლით კმაყოფილი დარჩა ვან დერ პოელი: „სტარტამდე ვიცოდი, რომ კარგი რბოლა მექნებოდა და ასეც მოხდა. ძალიან კარგი დროზე რბოლა ჩავატარე. პირველ ადგილთან მცირე ჩამორჩენა მქონდა. მიხარია, რომ ვარდისფერში კიდვ ერთ დღეს გავატარებ. შეიძლება, ერთიც მივუმატო, რადგან მესამე ეტაპზეც ფინიშზე სპრინტი უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ვან დერ პოელმა.

მიმდინარე ჯიროზე არ მონაწილეობენ ისეთი ძლიერი მრბოლები, როგორებიც არიან შარშანდელი გამარჯვებული, კოლუმბიელი ეგან ბერნალი, ტურ დე ფრანსის მოქმედი ჩემპიონი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი და მისი თანამემამულე, ვუელტას სამგზის ჩემპიონი პრიმოჟ როგლიჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113051