ფეხბურთი

21:16 | 7.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ ახსნა, რატომ არ იზეიმა ბეილმა „რეალის“ ფეხბურთელებთან ერთად ჩემპიონობა

30 აპრილს, პრიმერას 34-ე ტურის მატჩში, „რეალმა“ „ესპანიოლი“ 4:0 დაამარცხა და ვადამდე მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. შეხვედრის შემდეგ მადრიდელმა ფეხბურთელებმა წარმატება ხმაურიანად აღნიშნეს, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს, ოღონდ არსად ჩანდა მათი უელსელი ვარსკვლავი, გარეთ ბეილი.

„როცა ჩემპიონობას აღვნიშნავდით, ბეილს სიარულიც არ შეეძლო. ის ტრავმირებულია. ცხადია, მწყობრში რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეგობრებთან ერთად იქნებოდა.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com.

8 მაისს „რეალი“ მადრიდულ დერბიში „ატლეტიკოს“ ეწვევა. მასპინძელმა ფეხბურთელებმა თქვეს, რომ „რეალს“ საჩემპიონო დერეფანს არ მოუწყობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11146