„შავი ლომი“ რაბი ევროპის სუპერთასის ჩემპიონია. ქართულმა ფრენჩაიზმა პორტუგალიაში, ადგილობრივი „ლუზიტანუში“ დაძაბულ ბრძოლაში 17:14 დაამარცხა.
ლევან მაისაშვილის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა (7:8), მაგრამ მეორე ნახევარში უკეთ ითამაშა და გამარჯვებაც იზეიმა. ქართველებმა ორი ლელო მიითვალეს - ერთი ლუკა ივანიშვილის აქტივშია, მეორე კი თენგიზ პერანიძის. დანარჩენი ქულები გიორგი ბაბუნაშვილმა დააგროვა, რომელმაც ორივე ლელო გარდასახა, ერთხელ კი ჯარიმა გაიტანა.
„შავი ლომისთვის“ ეს პირველი ტიტულია და აღსანიშნავია, რომ რაგბი ევროპის სუპერთასის პირველი გამარჯვებულიც ქართული ფრენჩაიზი გახდა.