„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მადრიდულ დერბიმდე, რომელშიც მისი გუნდი „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება, პრესკონფერენცია გამართა. ანჩელოტიმ, როგორც საკუთარ მომავალზე, ისე მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილსა და „ატლეტიკოსგან“ საჩემპიონო დერეფნის გაკეთებაზე ისაუბრა.
„გუნდი კარგად მდგომარეობაშია, შემადგენლობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაქვს გარკვეული ეჭვები, მაგრამ ორი დღე დავისვენეთ და ხვალ ვიფიქრებ სასტარტო შემადგენლობაში. მოედანზე საუკეთესო გუნდს გავიყვან და ერთადერთი, რაც ხვალისთვის გადაწყვეტილია, ეს ლუნინის თამაშია, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იქნება.
კარგია, რომ ლა ლიგაში ოთხი მატჩი დაგვრჩა, რადგან შეგვიძლია შევინარჩუნოთ ფორმა და რიტმში ვიყოთ. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეებს და უპირველეს ყოვლისა „რეალის“ მაისურს. მაქსიმუმს გავიღებთ. საჩემპიონო დერეფანი? იტალიელებს ამის გაკეთება არ სჩვევიათ, ყველა იმას აკეთებს, რასაც გრძნობს და მას პატივი უნდა ვცეთ. თუ „ატლეტიკო“ დერეფანს გააკეთებს, კარგი იქნება, თუ არადა, იმავენაირად ყველაფერი კარგად იქნება.
ამ გუნდის მთავარი თვისება თავმდაბლობაა, აქ ამპარტავანი მოთამაშეები არ არიან, არავინ ფიქრობს, რომ სხვაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მაისურის მნიშვნელობაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს მადრიდის „რეალია“. ჩემი მომავალი? „რეალში“ 80 წლამდე დავრჩები, როდესაც „რეალიდან“ წასვლა მომიწევს, კარიერის დასრულებაზეც ვიფიქრებ“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონობა წინა ტურში გაინაღდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ფინალშია გასული, სადაც 28 მაისს, პარიზში, ინგლისურ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.