იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „სასარის“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 73:108 წააგო. სერჯო სკარიოლოს გუნდისთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან რეგულარულ სეზონში პირველი ადგილი ისედაც განაღდებული აქვს.
ქართველმა კალათბურთელმა 15 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 8 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.
„ვირტუს ბოლონია“ 25 მოგებით და 4 წაგებით სერია A-ს ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 8 მაისს, შინ „ბრეშასთან“ ჩაატარებს. აქვე გეტყვით, რომ შენგელიას გუნდი ევროთასის ფინალშია გასული.