გლაზგოს „რეინჯერსმა“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში „ლაიფციგი“ 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩის შემდეგ შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონხორსტმა კომენტარი გააკეთა.
„ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა, საოცარი საღამო იყო. თამაშის წინ ვთქვით, რომ ყველაფერს გავაკეთებდით. ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს, უკეთესს ვერაფერს წარმოვიდგენდით“, - თქვა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, „რეინჯერსი“ ევროპა ლიგის ფინალში ბოლოს 2008 წელს იყო, როდესაც „ზენიტთან“ მარცხი განიცადა. შოტლანდიური გუნდი ამჯერად „აინტრახტს“ დაუპირისპირდება და მატჩი 18 მაისს, სევილიაში გაიმართება.